ოსი ჩინოვნიკი – ომი არ იქნება

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 16:49

ოსი ჩინოვნიკი – ომი არ იქნება

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი მარია კოტაევა მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს,რომ საქართველოს ისევ სურს ,,სამხრეთ ოსეთისა ” და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნება. მისივე ინფორმაციით, არანაირი ომი არ იქნება.

,,საქართველოს პროვოკაციული მოქმედებები “სამხრეთ ოსეთის” “საზღვრებზე” მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობაა მწვავე საშინაო პრობლემებიდან.საქართველო კვლავ ოცნებობს “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება.

არანაირი ომი არ იქნება – საქართველო “სამხრეთ ოსეთს” თავს მეტი აღარ დაესხმება. ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული ხელშეკრულებებით არის დაცული, რომლის თანახმადაც აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განიხილება, როგორც აგრესია რუსი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც აქ არიან განთავსებულები“, – განაცხადა კოტაევამ.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა დაასკვნა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი თავის დაპირებებში არათანმიმდევრულია.

„მას “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დაბრუნების შინაგანი მისწრაფება აქვს, რადგან მისი ბაბუა მუშაობდა მენშევიკების მთავრობაში და პირადი წვლილი შეიტანა ოსების გენოციდში. ამასთან, ის პარალელურად ცდილობს რუსეთთან კავშირების დამყარებას. საქართველო საერთაშორისო არენაზე ძალიან არასანდო პარტნიორია“, – განაცხადა მარია კოტაევამ.

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 16:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics