აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ბაღდადში ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც ერაყელებმა კაიარის ავიაბაზე დაიბრუნეს

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ბაღდადში ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც ერაყელებმა კაიარის ავიაბაზე დაიბრუნეს

33აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, ეშტონ კარტერი, ერაყში წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტით ჩაფრინდა, სადაც გასული შაბათ-კვირის მანძილზე სამთავრობო ძალებმა ბოევიკებს მოსულთან ახლოს სტრატეგიული პუნქტი დაატოვებინეს – მათ კაიარში მდებარე ავიაბაზა დაიბრუნეს.
კაიარის დაბრუნება იმის საშუალებას იძლევა, რომ მოსულს ალყა დაარტყან, სადაც ორი წელია “ისლამური სახელმწიფოა” გამაგრებული.

ეშტონ კარტერმა ავიაზაბის დაბრუნებას “სტრატეგიული გამარჯვების გასაღები” უწოდა. ბაღდადში ჩაფრენისას მან განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები კოალიციიდან, დაბრუნებულ ავიაბაზას გამოიყენებენ ტერორისტებთან საბრძოლველად.
მისივე თქმით, ამერიკელი სამხედრო მრჩევლები მზად არიან ერაყს მხარდაჭერა გამოუცხადონ აუცილებლობის შემთხვევაში – როცა ერაყის არმია მოსულზე შეტევას დაიწყებს.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიბერლინში სკვოტერებთან დაპირისპირებისას 120 პოლიციელი დაშავდა
შემდეგი სტატიანატო სამხედროების ესტონეთში განსათავსებლად 64 მილიონ ევროს გამოყოფს