ნატო სამხედროების ესტონეთში განსათავსებლად 64 მილიონ ევროს გამოყოფს

ნატო სამხედროების ესტონეთში განსათავსებლად 64 მილიონ ევროს გამოყოფს

5ნატო ესტონეთში საკუთარი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 64 მილიონ ევროს გამოყოფს უახლესი 5 წლის მანძილზე – Eesti Paevaleht-ი ავრცელებს.
ესტონეთის მთავრობამ უკვე გამოთქვა მზაობა სახელმწიფო ბიუჯერიდან ჯარისკაცებისა და ოფიცრების კაზარმების მშენებლობისთვის 60 მილიონი ევრო დახარჯოს, რომელიც ქალაქ ტაპაში აშენდება.
მაგრამ დამატებითი ინფრასტქუქტურის შესაქმნელად – სამხედრო ტექნიკის ანგარებისთვის, პოლიგონების მოსაწყობად, ეს თანხა საკმარისი არ არის, “ამიტომ, უახლესი 5 წლის მანძილზე ნატოს ბიუჯეტი დამატებით 64 მილიონ ევროს გამოყოფს” – ამტკიცებს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ვარშავას ნატოს სამიტზე ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატოს ჯარისკაცების განთავსება გადაწყდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს თავდაცვის მინისტრი ბაღდადში ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც ერაყელებმა კაიარის ავიაბაზე დაიბრუნეს
შემდეგი სტატია“რჩეულიშვილებმა გადაწყვიტეს, მათ მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის დევნილებიც მიემატებინათ”