ბერლინში სკვოტერებთან დაპირისპირებისას 120 პოლიციელი დაშავდა

2ბერლინში სკვოტერების ძალით გამოსახლების მცდელობა პოლიციელების და დემონსტრანტების დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც “ბიბისი ნიუსი” იუწყება, არეულობების შედეგად 123 სამართალდამცველი დაშავდა და 86 ადამიანი დააკავეს.
წინა დღეს დაახლოებით 3,5 ათასი მემარცხენე რადიკალი გამოვიდა დემონსტრაციაზე. ზოგიერთი მათგანი ნიღაბით იყო. შეკრებილებმა თანდათან პოლიციელებთან შეტაკება დაიწყეს, ისინი სამართალდამცველებს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ. დაპირისპირება დილამდე გაგრძელდა. მინიმუმ 4 ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს – გერმანული მედია წერს.
Handelsblatt-ის ცნობით, აღძრულია 100-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მოზარდმა სამი პოლიციელი მოკლა
შემდეგი სტატიააშშ-ს თავდაცვის მინისტრი ბაღდადში ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც ერაყელებმა კაიარის ავიაბაზე დაიბრუნეს