აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გასამარტივებლად საკონტროლო ცენტრი შექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გამარტივებისა და გადაზიდვების კოორდინაციისთვის საკონტროლო ცენტრი დააფუძნა. CNN წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

“უკრაინის EUCOM-ის კონტროლის ცენტრი, ან ECCU, დაფუძნებულია აშშ-ს ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში, გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში და მას მართავს ამერიკელი ორვარსკვლავიანი სამხედრო გენერალი”, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო დონორთა კოორდინაციის ცენტრთან – IDCC-სთან, რომელსაც მართავს ერთვარსკვლავიანი გენერალი გაერთიანებული სამეფოდან.

საკონტროლო ცენტრი, აშშ-ს პერსონალთან ერთად, მოიცავს პერსონალს 15 სხვა დამხმარე ქვეყნიდან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მოკავშირეთა ეს ახალი ჯგუფი თვეში ერთხელ შეიკრიბება.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთს ევროპის ერთიანობის დაშლა სურს
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინაში ომის გამო, მსოფლიოში ფასები რეკორდულად გაიზრდება