ზელენსკი – გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთს ევროპის ერთიანობის დაშლა სურს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვის ქმედებებზე ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთის თვითმიზანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთიანობის დაზიანებაა.

“რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაშლა და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენება” – თქვა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმარკმა კი თქვა, რომ რუსეთი მთელი ევროპის გაზით დაშანტაჟებას იწყებს.

“რუსეთი ჩვენი მოკავშირეების ერთიანობის დარღვევას ცდილობს”. – ამბობს ერმარკი.

ბულგარეთმა, რომელიც რუსუთიდან იმპორტირებულ გაზზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული, განაცხადა, რომ ქვეყანამ ყველა სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა, ხოლო ახალი შემოთავაზებული გადახდის სქემა შეთანხმების პირობებს არღვევს.

ასევე, ბულგარეთმა თხევადი გაზის თურქეთსა და საბერძნეთიდან მიწოდებისთვის სასწრაფო მოლაპარაკებები უკვე გამართა.

გაზრომის ცნობით, პოლონეთს ახალი ბრძანების შესაბამისად უწევდა გაზის საფასურის გადახდა, ხოლო ბულგარეთთან დაკავშირებით, კომპანიამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გასამარტივებლად საკონტროლო ცენტრი შექმნა