აშშ-მ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისტებს სანქციები დაუწესა

აშშ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისტებს, რომლებიც ავღანეთში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ, ვიზებს უუქმებს და ახალს არ მისცემს – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ  განაცხადა.

ჰააგის სასამართლოს ეჭვი აქვს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომლები ავღანეთში დაკავებულებს აწამებდნენ. რამდენ მათგანზე მიდის გამოძიება, პომპეოს არ დაუზუსტებია, თუმცა, ხაგზასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს დაიცავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საფრთხეებისგან.
აშშ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს ჯერ კიდევ 2018 წელს დაემუქრა, თუმცა, გამოძიება ამის გამო არ შეწყვეტილა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისკოლის მოსწავლეების აქციას “პარასკევი მომავლისათვის” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები უერთდებიან
შემდეგი სტატიადავით ქაცარავა – აქედან მხოლოდ მაშინ წავალთ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები