სკოლის მოსწავლეების აქციას “პარასკევი მომავლისათვის” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები უერთდებიან

სკოლის მოსწავეების აქციას “პარასკევი მომავლისათვის” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები უერთდებიან. მათ შორის არიან ასობით ჩეხი მოზარდები – “რადიო პრაღა” ავრცელებს. მოსწავლეები პოლიტიკოსებისგან გარემოს დაცვას და მავნე ნივთიერებების გამოყოფის ლიმიტირებას მოითხოვენ. “დაიცავით ჩვენი პლანეტა, დაიცავით ჩვენი მომავალი” – ასეთია სკოლის მოსწავლეების ტრანსფარანტები.

ადრე გავრცელდა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 16 წლის შვედი გრეტა ტუნბერგი წარადგინეს. ტუნბერგის კანდიდატურა ორმა შვედმა და სამმა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა წარადგინა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. “ცხადია, ძალიან საპატივცემულო და სასიამოვნოა ასეთ დიდებულ პრემიაზე ნომინირება. ეს წარმოუდგენელია და ცოტა უცნაურიც” – თქვა გოგონამ მედიასთან საუბარში.

16 წლის მოზარდი შვედეთში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის აგვისტოში, შვედეთის პარლამენტთან მარტო ჩაატარა აქცია გლობალური დათბობის წინააღდმეგ. ის მთავრობისგან კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების დაცვას ითხოვდა. ამის შემდეგ, ტუნბერგი სკოლის მოსწავლეებისთვის ლიდერი გახდა – მოსწავლეები “კლიმატის შესახებ სასკოლო გაფიცვებს” ატარებენ.

banner
წინა სტატიაშიჩეხებმა მიგრანტების კოტრაბანდისთვის 12 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ-მ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისტებს სანქციები დაუწესა