აშშ-მ ქვეყნების დასახმარებლად 25 მილიონი დოზა ვაქცინა გამოყო, მათ შორის, საქართველოსთვის

აშშ-მ ქვეყნების დასახმარებლად 25 მილიონი დოზა ვაქცინა გამოყო, მათ შორის, საქართველოსთვის

აშშ-მ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას დახმარების სახით კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 25 მილიონი ვაქცინა გამოუყო. აქედან დაახლოებით 6 მილიონი სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას მიეწოდება: ბრაზილიას, არგენტინას, კოლუმბიას, კოსტა-რიკას, პერუს, ეკვადორს, პარაგვაის, ბოლივიას, სალვადორს, ჰონდურასს, პანამას, ჰაიტის და კარიბის ზღვის სხვა ქვეყნებს, ასევე, დომინიკის რესპუბლიკას.

დაახლოებით 7 მილიონი დოზა ვაქცინა აზიაში წავა შემდეგ ქვეყნებში: ინდოეთი, ნეპალი, ბანგლადეში, პაკისტანი, შრი-ლანკა, ავღანეთი, მალდივი, მალაიზია, ფილიპინები, ვიეტნამი, ინდონეზია, ტაილანდი, ლაოსი, პაპუა-ახალი გვინეა, ტაივანი და წყნარი ოკეანის კუნძულები.
დაახლოებით 5 მილიონს მიიღებენ აფრიკის ქვეყნები, ის აფრიკის კავშირის კოორდინაციით გავრცელდება.

6 მილიონი გამოყოფილია პარტნიორ-მიმღები ქვეყნებისთვის, მათ შორის არიან მექსიკა, კანადა, სამხრეთ კორეა, ღაზას სექტორი, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი.
აღნიშნავენ, რომ კონკრეტულად ვაქცინების რაოდენობა და ტრანსპორტირება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ლოგისტიკის სამსახურთან ერთად დაიგეგმება, სადაც გათვალიწინებული იქნება რეგიონისა და ქვეყნის მახასიათებლები.

აშშ გამოყოფილი ვაქცინების 75%-ს პლატფორმა “კოვაქსს” მიაწვდის, ქვეყნების 25% კი ვაქცინებს პირდაპირ მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიბელორუსი უფლებადამცველები პროტასევიჩთან ინტერვიუს გამო მაუწყებელს აკრიტიკებენ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: სენატორებს ვუთხარი, რომ თუ საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდება, სხვა პრობლემებს აქ ჩვენ მივხედავთ