ჯაფარიძე: სენატორებს ვუთხარი, რომ თუ საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდება, სხვა პრობლემებს აქ ჩვენ მივხედავთ

აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ, რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას – ვუთხარი, რომ თუ დაჩქარდება საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დანარჩენ ყველა სხვა პრობლემებს ჩვენ მივხედავთ აქ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სენატორებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

„საუბარი იყო ყველაფერზე. აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ – რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას. ცხადია, ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ., თუმცა ამის მიღმაც იყო საუბარი.

მე პირადად ვუთხარი, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აქ არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამიტომ პრინციპული საკითხია საქართველოს ნატო-ში წევრობა, რომ დაჩქარდეს რაც შეიძლება მეტად.

მეორე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საკითხი არის თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, მართლმსაჯულების საკითხს ამ ორ საკითხს გავუსვი ხაზი და ვუთხარი, რომ თუ დაჩქარდება საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დანარჩენ ყველა სხვა პრობლემებს ჩვენ მივხედავთ აქ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ქვეყნების დასახმარებლად 25 მილიონი დოზა ვაქცინა გამოყო, მათ შორის, საქართველოსთვის
შემდეგი სტატიაზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 8 ახალგაზრდა ინტოქსიკაციით შეიყვანეს