ევროკავშირი ტერეზა მეის “ბრექსიტის” გეგმას არ დაეთანხმა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გეგმა, ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანის შესახებ, გაერთიანების ქვეყნებმა არ მიიღეს.

,,პრემიერის გეგმა, ევროკავშირის ბაზრის ერთიანობას არღვევს” -ამის შესახებ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა ზალცბურგში გამართულ სამიტზე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

შეხვედრის შემდეგ ტუსკმა შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ტერეზა მეის მიერ 2018 წლის ივლისში ფორმულირებული გეგმა შეუსრულებელია.
ტერეზა მეის ძირითადი მიზანი “ბრეკსიტის” შემდეგ ევროკავშირთან ერთიანი სავაჭრო წესების შემუშავება იყო.

ბიბისის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი “ბრეკსიტის” მომხრეების კრიტიკით გამოვიდა და მათ უწოდა ადამიანები, რომლებიც “იოლი გადაწყვეტილების” მოლოდინში არიან.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ჩინეთის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის გამო სანქციები შემოიღო
შემდეგი სტატია,,ვეფხია ბაქრაძეს მისსავე ნაქირავებ სახლში არ უშვებდნენ და როდესაც შესვლა მოახერხა, თავად ამჟამად გარდაცვლილმა გაიწია მისკენ დანით”