აშშ-მ აზერბაიჯანსა და სომხეთს პოზიციებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა

აშშ შეშფოთებულია აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებით, კერძოდ, გუშინ ექვსი სომეხი ჯარისკაცის ტყვედ აყვანით და ორივე მხარეს მოუწოდებს საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ, რომელსაც 11 მაისს იკავებდნენ – უკანასკნელი ესკალაციის დაწყებამდე – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა გამოაქვეყნა. ვაშინგტონი ორივე ქვეყანას ინციდენტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის განუსაზღვრელ ტერიტორიაზე ძალის ნებისმიერი გამოყენება “”პროვოკაციული და არა საჭიროა”. “საზღვრის დემარკაციისთვის ძალების გამოყენებას ყარვყოფთ და ორივე მხარეს მოვუწოდებთ ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ და შეწყვიტონ საზღვრის არადემარკირებულ ტერიტორიაზე მისი გამტკიცება და მათი დანაღმვა” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ “”სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის” მიერ საზღვარზე იუნახი აირის დასახლებულ პუნქტში გადასვლის შესახებ და ექვსი სომეხი ჯარისკაცის ტყვედ აყვანის შესახებ განაცხადა.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ექვსი პირის ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია და უარყო რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა. სამხედრო პირები გეგარკუნიკსის სასაზღვრო ზოლთან საკუთარ ტერიტორიაზე საინჟინრო სამუშაოს აწარმოებდნენ – ნათქვამია ერევნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. “სამხედრო ტყვეების დასაბრუნებლად ყველა საჭირო პროცედურა მიმდინარეობს” – ნათქვამი იყო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სპირიდონი რიონის ხეობის მცველებს – სახალხოდ შეინანეთ ჯვრის გმობა
შემდეგი სტატიაქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა