მეუფე სპირიდონი რიონის ხეობის მცველებს – სახალხოდ შეინანეთ ჯვრის გმობა

ჰომოფობიური და სიძულვილის ენით გამორჩეული სხალთელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი ამჯერად რიონის ხეობის მცველებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, საჯაროდ შეინანონ “ჯვრის გმობა” და “სოდომ-გომორის” ცოდვის მიმართ მიმღებლობა.

ამ თემაზე მან 27 მაისის ქადაგებაში ისაუბრა.

“თუ გინდათ, ეხლა თქვენ ღმერთმა გაპატიოთ, შვილებო, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და უნდა შეინანოთ ასეთი განურჩეველი, მიმღებლობითი დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ. თუ თქვენ ამას სახალხოდ არ შეინანებთ, რახან სახალხოდ იქნა ეს გამოთქმული, მაშინ მე გეტყვით თქვენ, რომ ძალიან ცუდი ფინალი ელის თქვენ, თითოეულ თქვენგანს და საერთოდ თქვენ მომავალს პირადად. ხოლო იმ საქმეს, იმ წმინდა საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ყოველ შემთხვევაში გგონიათ, რომ ემსახურებით, წმინდა საქმის სამსახური სიწმინდით უნდა ხდებოდეს და არა ცოდვისადმი განურჩევლობით და ჯვრის გმობით”, – თქვა მეუფე სპირიდონმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – დისკუსია უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ – პასუხია კი!
შემდეგი სტატიააშშ-მ აზერბაიჯანსა და სომხეთს პოზიციებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა