აშშ არ გამორიცხავს ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ბლოკადას ზღვიდან

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებს შეუძლიათ ახლო აღმოსავლეთში რუსეთს ბლოკადა მოუწყონ, რომ რეგიონში მისი ენერგომომარაგებაზე კონტროლი არ დაუშვან – აშშ-ს შს მინისტრმა რაიან ზინკემ პენსილვანიაში განაცხადა. მისი სიტყვები ყოველკვირეულ The Washington Examiner-ს მოყავს. “აშშ-ს, ფლოტის დახმარებით შეუძლია საზღვაო გზებზე თავისუფალი გადაადგილების გარანტი იყოს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ის დაბლოკოს… რომ დარწმუნდეს იმაში, რომ რუსული ენერგორესურსები “ბაზარზე არ მოხვდება” – ზინკემ თქვა.
მან ასევე განმარტა, რომ “ფრეკინგმა” (ნავთობის ან გაზის პლასტის ჰიდრავლიკური რღვევა) და ამერიკულ ენერგეტიკაში ფიქლების გადატრიალებამ ვაშინგტონს რუსეთთან და ირანთან მიმართებაში უპირატესობა მისცა და შეამცირა აშშ-ს უცხოურ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.
“რუსეთს ცალმხრივი მიდგომა აქვს” – თქვა რაიან ზინკემ და დაამატა, რომ მოსკოვის ახლო აღმოსავლეთში ყოფნა აიხსნება რეგიონის ენერგორესურსების მიწოდების სურვილით, ისევე, როგორც ამას რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში აკეთებს.

აშშ-ს ევროპულ ბაზარზე მოსკოვი არა ერთხელ გააფრთხილეს შესაძლო სანქციებზე იმ კოსნორციუმის წევრების მისამართით, რომლებიც “ჩრდილეოთის ნაკადი-2”-ის მონაწილეები არიან. პროექტის ღირებულება 9,5 მილიარდი ევროა და მას რუსულ “გაზპრომთან” ერთად ევროპის ენერგო კონცერნები ანხორციელებენ. ინიციატივის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, უკრაინა და აშშ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციამ მმართველ გუნდთან შეხვედრის საშუალება არ მისცა