ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა-ამის შესახებ “თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებომოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათიგამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყალბიცნობა, თითქოსდა მას საკუთრებაში გადაეცა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით,დანაშაულში მხილებულმა პირმა, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ტბაში არსებული 1 807 მ2ფართობის კუნძული.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7 წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაშიმონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკი ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააშშ არ გამორიცხავს ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ბლოკადას ზღვიდან