არსენ ავაკოვის შვილი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს

სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ გაანთავისუფლა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი ალექსანდრე ავაკოვი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ.
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა “პირადი პასუხისმგებლობა”, რაც ნიშნავს, რომ მას არა აქვს ქალაქიდან გასვლის უფლება სასამართლოს ნებართვის გარეშე, ეკრძალება მოწმეებთან კონტაქტი და ვალდებულია გადასცეს მიგრაციის სამსახურს უცხოეთში სამოგზაურო პასპორტი.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს ალექსანდრე ავაკოვი დააკავა უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ. მას ბრალად ედება სახელმწიფო თანხის გაფლანგვა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
შემდეგი სტატიათეოლოგები საქართველოს საპატრიარქოს ურჩევენ რუსეთის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტოს