თეოლოგები საქართველოს საპატრიარქოს ურჩევენ რუსეთის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტოს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიის განხეთქილების თემაზე სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ამ თემაზე რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა და ილია მეორემ ისაუბრეს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს კრიტიკულად აფასებენ თეოლოგები:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს აუცილებლად უნდა ცდილობდეს და აკეთებდეს იმას, რომ რთავდეს მოლაპარაკებებში სხვა ეკლესიების წარმომადგენლებსაც. მათ შორის აქ უმთავრესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, სხვა საპატრიარქოს წარმომადგენელთა ჩართვა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები უნდა ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება საერთაშორისო რეზონანსი შესძინონ ასეთ საკითხებს და არ დარჩნენ მარტო რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან, მსხვერპლნი არ გახდნენ,“-აცხადებს ვლადიმერ ნარსია.

მათივე თქმით, რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვის პოზიციებს იზიარებს, ამდენად მსგავსი პროცესები საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ყველაზე სწორი მიდგომა რუსეთის საპატრიარქოსადმი არის მასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პირდაპირ აღიარებენ, რომ ემსახურებიან რუსეთის სახელმწიფოს, აღიარებს აფხაზეთს, აღიარებს ოსეთს, იქ მუდმივად ცდილობს საკუთარი უკანონო ინტერესების გატარებას, საქართველოს ეკლესიასთან და საქართველოს სახელმწიფოს ეკლესიასთან აქვს არაქრისტიანული დამოკიდებულება. შესაბამისად ანალოგიური პასუხი უნდა იყოს გაცემული საქართველოს მხრიდან,“-განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარსენ ავაკოვის შვილი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი – შსს-მ გამოძალვის ფაქტი აღკვეთა