ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “Reuters”, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა თავდაცვის უწყების წყაროს.


პირველი, ვინც ფელონის გადადგომის შესახებ “ტვიტერზე”განაცხადა, იყო კორპორაცია “BBC”-ის პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ლორა კიუნსბერგი.
“მაიკლ ფელონი გადადგა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, რადგან აღიარა, რომ მისმა საქციელმა წარსულში, შესაძლოა არ გაამართლა იმედები”, – წერს ლორა კიუნსბერგი.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ჰარტლი-ბრუერმა განაცხადა, რომ 15 წლის წინ, კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე, ვახშამის დროს, ვიღაც მამაკაცი არაერთხელ ცდილობდა შეხებოდა მას მუხლზე. გაზეთმა The Sun გაარკვია, რომ ეს მამაკაცი მაიკლ ფელონი იყო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ რუსეთი გაუთანაბრა ჩრდილოეთ კორეას და ირანს
შემდეგი სტატიაარსენ ავაკოვის შვილი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს