არსებობს ყველანაირი იურიდიული საფუძველი, რომ ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე წარდგეს – ლატვიის გენ. პროკურორი

არსებობს ყველანაირი იურიდიული საფუძველი, რომ ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს, – ამის შესახებ ლატვიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

იურის სტუკანსის თქმით, ლატვიას უკვე დაწყებული აქვს ომის დანაშაულების გამოძიება და კონკრეტული მოწმეებიც ჰყავს.

“არსებობს ყველანაირი იურიდიული საფუძველი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე წარდგეს. ეს ალბათ მის დაუსწრებლად მოხდება, მაგრამ არ იციმის გამორიცხვა შეიძლება, რომ თუ რუსეთში სიტუაცია შეიცვლება, მისი ექსტრადირება მოხდეს. ამისთვის არანაირი იურიდიული წინააღმდეგობა არ არსებობს. გვყავს უკვე 50 ადმაიანი, რომლებიც მტკიცებულებებს წარმოგვიდგენს. 10-ზე მეტმა მოგვცა ჩვენებები, მალე დავიწყებთ უკრაინასთან. ლიეტუვასთან, პოლონეთთან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან იმ მეთოდების განხილვას, თუ როგორ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები”, – თქვა იურის სტუკანმა.

banner
წინა სტატიაში“დიდი შვიდეული“ უკრაინისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების გაწევას გეგმავს
შემდეგი სტატიაბოროდიანკაში კიდევ 9 გარდაცვლილის, მათ შორის 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს