ბოროდიანკაში კიდევ 9 გარდაცვლილის, მათ შორის 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, ჯერ კიდევ არაა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიას ემსხვერპლნენ. ბოროდიანკაში 20 აპრილს ორი მასობრივი საფლავი იპოვეს, სადაც საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

სულ აღმოაჩინეს კიდევ 9 გარდაცვლილის ცხედარი. ერთ სამარხში 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს, 35 წლის კაცის გვერდით, მეორეში კი 4 კაცისა და 2 ქალის.

“რეგიონში 300-მდე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, მაგრამ კიევის რეგიონში დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. სარდაფებსა და ჭებში კვლავ პოულობენ დაღუპული და ნაწამები ადამიანების ცხედრებს. ასევე ნაპოვნია მასობრივი დასაფლავების ადგილები, რომელთა შესახებაც აქამდე უცნობი იყო. ბოროდიანკაში, ქალაქის საავადმყოფოსთან არის ორი მასობრივი საფლავი, სადაც საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. ერთ საფლავში არის 6 ცხედარი – 4 მამაკაცი და 2 ქალი. მეორე საფლავში 15 წლის გოგონას ცხედარია, რომელიც მშობლებთან ერთად წასვლას ცდილობდა, მაგრამ ისინი ავტომატით დაცხრილეს”, – თქვა კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა.

banner
წინა სტატიაშიარსებობს ყველანაირი იურიდიული საფუძველი, რომ ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე წარდგეს – ლატვიის გენ. პროკურორი
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას ძალიან მოკლე დროში გადასცემს მეტ დახმარებას უსაფრთხოებისთვის – ფსაკი