“დიდი შვიდეული“ უკრაინისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების გაწევას გეგმავს

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები უკრაინას 24 მილიარდ დოლარზე მეტს დაჰპირდნენ.

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების 2022 წლის 14 თებერვლის განცხადებაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ უკრაინას გავუწიეთ და დავპირდით მნიშვნელოვან დამატებით მხარდაჭერას, რომელიც აღემატება 24 მილიარდ აშშ დოლარს 2022 წლისთვის და მის შემდგომ, როგორც ფინანსური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით“, – ნათქვამია ფინანსთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გააგრძელებენ და გაზრდიან ზეწოლას რუსეთზე უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.

„ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინირებულ ზეწოლას მანამ, სანამ საჭირო იქნება და გავაგრძელებთ მოვუწოდოთ სხვა ქვეყნებს მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მინისტრების განცხადებით, მათ აშფოთებთ რუსეთის მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში, მათ შორის „დიდი ოცეულის“, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზე.

„საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმხრივმა ფორუმებმა აღარ უნდა აწარმოონ თავიანთი საქმიანობა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას, უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარით უპასუხა
შემდეგი სტატიაარსებობს ყველანაირი იურიდიული საფუძველი, რომ ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე წარდგეს – ლატვიის გენ. პროკურორი