არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება ნათია თურნავაზე

არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება დღევანდელ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონების 7 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში გასხვისებაზე.

ყოფილმა მინისტრმა, ბაინდურაშვილმა, ჩვენება 2013 წელს ფინანსურ პოლიციაში მისცა, როდესაც ხელმძღვანელი ფარცხალაძე იყო. მოგვიანებით ფარცხალაძე პროკურორი ხდება, საქმე კი თაროზე ინაცვლებს, როგორც არა ერთი საქმე მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე.

13 მილიარდიანი ბიუჯეტი კი, კორუფციის ისეთ გასაქანს აძლევს ბევრს, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუფციაც კი ვერ მივა ამ დონემდე.
ამის ერთ მაგალითად მინისტრი თურნავაც საკმარისია, ხან ბიზნესს რომ ემსახურება და ხანაც მინისტრის მოადგიელეა, ან მინისტრი.

ბაინდურაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მისი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოხდა მანამდე უკვე გაკოტრებული სს„თბილსრესი“-ს სამეურვეო ქონების აუქციონის წესით გაყიდვა და ასახელებს თურნავას, ენუქიძეს, მიქელაძეს.
მისი განმარტებით სს „თბილსრესის“ გაკოტრების საქმის წარმოებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ფინანსთა სამინისტროში კურირებდნენ მაშინდელი მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძესთან. (ეს უკანასკნელი დღესაც მინისტრის მოადგილეა).
გარიგება „საქართველს ინდუსტრიულ ჯგუფს“ და სამინისტროებს შორის ხდებოდა. ბაინდურაშვილის ჩვენების მიხედვით კი:
„მე არაფერს მეკითხებოდნენ, თვითონ დაალაგეს ყველაფერიო.“

არადა, რამდენიმე ასეულ მილიონად შეფასებული ქონება 7 მილიონ დოლარის ექვივალენტ ლარებში გაასხვისეს და გარდა იმისა, რომ მაშინდელი სავალუტო კურსი გაცილებით დაბალი იყო, არცერთი პირობა დღემდე შესრულებული არ არის.
კერძოდ, სამეურვეო ქონების გადაცემის შემდგომ, კორპორაციას შესასრულებლად განესაზღვრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე
სს „თბილსრესის“ ტერიტორიაზე აეშენებინა 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოსადგური, რაც არ განხორციელებულა – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება არის პროვოკაციული – ციხელაშვილი
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა მოსამართლეობის კანდიდატ ნუგზარ სხირტლაძეზე – ეს ადამიანი თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან, არც უდიპლომოა, არც თვითგამოცხადებულ ლიდერად წარმოგვიჩნდა