თინა ბოკუჩავა მოსამართლეობის კანდიდატ ნუგზარ სხირტლაძეზე – ეს ადამიანი თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან, არც უდიპლომოა, არც თვითგამოცხადებულ ლიდერად წარმოგვიჩნდა

მივესალმები იმას, რომ ეს კანდიდატი თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს გახდეს მისი არდანიშვნის მიზეზი და დანიშნოთ სხვები, – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნუგზარ სხრიტლაძეს უსმენენ.

მისივე თქმით, ეს პროცესი არის ფარსი, რადგან საბოლოო გადაწყვეტლება არაა იმაზე დამყარებული, თუ როგორ წარმოადგინა კანდიდატმა თავი.

„მივესალმები, ნამდვილად რომ ეს ადამიანი ყველანაირად ცდილობს, ყველასგან განსხვავებით, რომ პოლიტიკური განცხადებები არ აკეთოს. არც უდიპლომოა, არც თვითგამოცხადებულ ლიდერად წარმოგვიჩნდა აქ როგორც ლევან მურუსიძე და ბევრი სხვა მანკიერებაც არ გამოუვლენია, როგორც სხვა კანდიდატებმა“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიარსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება ნათია თურნავაზე
შემდეგი სტატიამარტვილში ავეჯის სახლმა ,,მინერვამ” ფუნქციონიერბა დაიწყო