არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინის მთავრობამ დაადგინა, რომ დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეიდან ქვეყანაში სამდღიანი გლოვა ცხადდება.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბოლოს მარადონა პუბლიკის წინაშე 30 ოქტომბერს, „ხიმნასიასა“ და „პატრონატოს“ მატჩზე ნახეს. ამ დღეს ლეგენდა 60 წლის გახდა და მას მატჩის წინ სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. მარადონა თამაშის სანახავად არ დარჩენილა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. მოგვიანებით, ის ლა პლატას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თავის ტვინიდან ჰემატომის მოსაშორებლად სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პარტიამ ცესკო-ს მიმართა, მათ შორის მათაც, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან