ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 269 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 90 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. შესაბამისად, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5648-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 24-ით გაიზარდა 3654 შეადგინა.

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდ ჰოსპიტალში სტაციონარულად 56 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 23 ადამიანი, 21 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 კოვიდდადასტურებული პაციენტია მოთავსებული, სამის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 29-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიდიეგო მარადონა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაარგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა