ბაია გადაბაძე: არანაირი ინფორმაცია არცერთ ჟურნალისტზე, რომ აპირებდეს მისვლას და საუბარს, არ მაქვს

ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილ დირექტორს, ბაია გადაბაძეს, ინფორმაცია არ აქვს, ვისი ინიციატივით გაიმართება ლევან გაჩეჩილაძისა და ჟურნალისტების შეხვედრა.

„არ ვიცი, რას სთავაზობს ლევანი ჟურნალისტებს. არ ვიცი მან დაპატიჟა ისინი, თუ მათგან იყო ინიციატივა. ასეთ უხერხულ კითხვებს ჟურნალისტებს არ ვუსვამ. არანაირი ინფორმაცია არცერთ ჟურნალისტზე, რომ აპირებდეს მისვლას და საუბარს, არ მაქვს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის შეხვედრა დაგეგმილი სახლში, ვფიქრობ, მან გაითვალისწინა ჩემი თხოვნა, როდესაც ვუთხარი, რომ აქ ეს ვერ მოხერხდებოდა და გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტებს სახლში შეხვდეს“, – განაცხადა გადაბაძემ.

“მაესტროს” დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე, დღეს, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, საკუთარ სახლში შეხვდება.

banner
წინა სტატიაში“გამომგზავნი ბანკი სახელწოდებით “სულს ამოგხდით”, – კახა კალაძის პასუხი გივი თარგამაძის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტზე
შემდეგი სტატია“თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?”