“გამომგზავნი ბანკი სახელწოდებით “სულს ამოგხდით”, – კახა კალაძის პასუხი გივი თარგამაძის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტზე

ენერეგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მოსმენა პარლამენტში ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

კახი კალაძემ ერთგვარი იუმორით დაასრულა საკუთარი შეხვედრა, მაშინ, როდესაც მან უპასუხა ლევან თარხნიშვილის შეკითხვას, იმის თაობაზე, რომ მართლაც მოხდა თუ არა დავით ქარსელაძის, ე.წ. კალატოზას მხრიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხის ჩარიცხვა.

საუბარია გივი თარგამაძის მიერ გუშინ გასაჯაროებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქარსელაძე იგივე კალატოზა, ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე მშენებლობის მიზნით რიცხავს მილიონ 100 ათას დოლარს.

„ბატონ გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე იქნა გადმორიცხული გარკვეული თაბხმები, რომელიც მე მეკითვნის, ეს არის 2015 წლის 1 აპრილს გაკეთებული გადარიცხვა რუსეთის ფედერეაციიდან. გამომგზავნი ბანკი სახელწოდებით არის სულს ამოგხდით, თანხა არის 750 ათასი ამერიკული დოლარი, საქართველოში მიღები ბანკი არის ბოლო გაფრთხილება. გადმორიცხულია საქართველოს პარლამენტის ანგარიშზე, მითითებულია გივი თარგამაძე და ამ თანხის გამოყენების დანიშნულება არის მახათების და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძე: ინოვაციური მოსაზრებები მაქვს, რომ “მაესტრო” უფრო აკადემიური გახდეს
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე: არანაირი ინფორმაცია არცერთ ჟურნალისტზე, რომ აპირებდეს მისვლას და საუბარს, არ მაქვს