“თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?”

“გაზპრომზე” საუბრის კონტექტსში “მრეწველთა” პარტიის ლიდერი თურქეთზე საუბრობს. გოგი თოფაძის თქმით, “თურქეთიდან, რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?”. ეს განცხადება თოფაძემ პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ენერგეტიკის მინისტრი გამოდის. თოფაძემ კალაძეს სამინისტროს წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

“იმას, რომ “გაზპრომიდან” მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ხვალ შეიძლება ირანიდან შემოვიდეს გაზი, ან თურქმენეთიდან. ამაზე ააგეს საუბარი, რომ თურმე როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და “გაზპრომთან” საუბარი არ შეიძლება, მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში ხდება. გაიხსენეთ რა ამბავი დაგვაყარეს სამ ხეზე, სამი ხე, რომელიც არც არავის წაუღია და მთელი ტყეები გაჩეხეს საქართველოში. რა ამბავი იყო სამ ხეზე – 2 კვირა დავკარგეთ პარლამენტში, როდესაც მილიარდობით გაიტანეს ჩვენი ტყეები”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე: არანაირი ინფორმაცია არცერთ ჟურნალისტზე, რომ აპირებდეს მისვლას და საუბარს, არ მაქვს
შემდეგი სტატიასომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა