თურქეთის მთავრობა ინჟირლიკის სამხედრო ბაზას რუსეთს “ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძოლველად დაუთმობს – თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
“მათთვის, ვისაც უნდა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას შეუერთდეს, ჩვენ ინჟირლიკის ავიაბაზა გავხსენით. რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან. ეს ტერორისტული ორგანიზაციაა – ყველას მტერი, და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ” – ადგილობრივი მედია მინისტრის განცხადებას ციტირებს.
რუსეთის დუმაში თურქეთის მთავრობის შეთავაზება უკვე მიიღეს.
“ეს ნამდვილად მეგობრული ნაბიჯია. ეს ბაზა ჩვენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ გადაწყვეტილება რუსმა სამხედროებმა უნდა მიიღონ” – განაცხადა რუსეთის დუმას თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კრასოვმა.