გია ვოლსკი: ,,ვარშალომიძის დაბრუნებაზე ცალკე კინო უნდა გადავიღოთ”

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ვარშალომიძის დაბრუნებაზე ცალკე კინო უნდა გადავიღოთ, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას და დახვედრას:

“ვარშალომიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც რაიმეს აშენებდა და შემოქმედია. რაღაც პერიოდში იყო რეგიონული ხელისუფლების სათავეში, ახასიათებდა მმართველობის კლანურობა და ინტელექტუალურად დიდად არ გამოირჩევა. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. როგორც ადამიანის მიმართ, მე მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ მაქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან ვარშალომიძე, რომელიც ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა და მუშაობდა, გუშინ ბათუმში დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშრებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება
შემდეგი სტატიაანკარა მზად არის რუსეთს ავიაბაზა დაუთმოს “ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძოლველად