ირაკლი ალასანია ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე “ეს არის წარმატება, რომელსაც ვულოცავ მთელ საქართველოს”

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საქართველოს შესახებ, გამოეხმაურა და რეზოლუციას დროული უწოდა.

”ეს არის ძალიან კარგი და დროული რეზოლუცია. ყველამ უდიდესი შრომა ჩადო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომლებმაც დაგვიჭირეს მხარი. ეს არის სერიოზული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დასტურება, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის საქართველოს გვერდით და არ იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს რუსეთს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ ისეთი პოზიციები ფიქსირდებოდეს, როგორც დღეს ეუთო-ში დაფიქსირდა. ეს არის წარმატება, რომელსაც ვულოცავ მთელ საქართველოს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ

banner
წინა სტატიაშიანკარა მზად არის რუსეთს ავიაბაზა დაუთმოს “ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძოლველად
შემდეგი სტატიაშვედი ისლამისტის სამი წლის შვილი ყუმბარით თამაშისას აფეთქდა