ამსტარდამთან მდებარე ფერმაში 3 ტონა კოკაინი და 11 მილიონი ევრო იპოვეს

ნიდერლანდების პოლიციამ ამსტარდამთან მდებარე ფერმიდან 3 ტონა კოკაინი და 11 მილიონი ევრო ამოიღო.
პოლიციის წარმომადგენლის განცახდებით, ნარკოტიკები და ფული სამხრეთ ამერიკიდან მოდიოდა. ოპერაცია გასულ ხუთშაბათს ჩატარდა, თუმცა, საგამოძიებო უსაფრთხოებიდან გამომდინარე მასზე მანამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია. ორი ეჭვმიატნილი დაკავებულია.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოკაინი 195 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დღეისათვის ეს ერთ-ერთი მსხვილი პარტიაა, რომელიც ქვეყანაში ოდესმე ამოუღიათ.

ნარკოტიკებისა და ფულის გარდა ადგილზე იპოვეს იარაღები, მაყუჩი, საბრძოლო მასალა, ძვირფასი ღვინოები, უძველესი მანქანა, წიგნი ბოქსის ლეგენდაზე მუჰამედ ალიზე, რომელიც 12 500 ევრო ღირს და ზომით ერთი მეტრი ერთ მეტრზეა.
სახლის კედლებზე ფილმ “ნათლიმამას” პერსონაჟების ფოტოები იყო ჩამოკიდებული. “იყო ყველაფერი ის, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ ფილმებიდან” – პოლიციის წარმომადგენელმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიესტონეთში 68 ათასი დოზა ვაქცინა გაუფუჭდათ
შემდეგი სტატიახაზარაძე – თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, ვისურვებდი, ასეთი მერი ჰყავდეს ქალაქს