ესტონეთში 68 ათასი დოზა ვაქცინა გაუფუჭდათ

68 ათას დოზაზე მეტი ვაქცინა “ასტრა-ზენეკა” გაუფუჭდათ ესტონეთში, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის უნდა ეჩუქებინათ. ვაქცინები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მაცივრის განყოფილებაში მომატებული ტემპერატურის გამო გაფუჭდა.
ჯანდაცვისა და შრომის მინისტრმა ტანელ კიიკმა განაცხადა, რომ მომხდარის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შეიქმნა. მან მომხდარს “ძალიან სერიოზული” უწოდა, მით უმეტეს, რომ ვაქცინები სხვა ქვეყნებისთვის საჩუქრად უნდა გადაეცათ.
შენობაში, რომელზეც საუბარია, სამინისტრო 2017 წელს გადავიდა, ამიტომ გაგრილების სისტებასთან დაკავშირებული პრობლემები სრული მოულოდნელობა იყო. ზარალმა 1,15 მილიონი ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ესტონეთმა განაცხადა, რომ ის უკრაინას 100 ათას ვაქცინას გადასცემს.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ინგუში და დაღესტნელი ბავშვები საქართველოში არ გამოუშვეს
შემდეგი სტატიაამსტარდამთან მდებარე ფერმაში 3 ტონა კოკაინი და 11 მილიონი ევრო იპოვეს