ხაზარაძე – თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, ვისურვებდი, ასეთი მერი ჰყავდეს ქალაქს

თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, ვისურვებდი, ასეთი მერი ჰყავდეს ქალაქს, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე არ ადასტურებს, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასგან ამ თემაზე დადებითი პასუხი მიიღო. ამის შესახებ ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, სადაც მას კომენტარი სთხოვეს კულუარულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შესთავაზეს თუ არა თემურ ჭყონიას თბილისის მერობა.
„თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო. ვფიქრობ, კარგია, რაც მეტი საქმიანი ხალხი მოვა, რომელსაც არ აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი, სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ამხელა ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი, რომელმაც ტრანსფორმირება გააკეთა. თემურს ქართული ბიზნესის ლოკომოტივად მივიჩნევ.
ვისურვებდი, ასეთი მერი ჰყავდეს ქალაქს. მქონდა საუბარი. ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“, – განაცხადა ხახაზაძემ.
ხაზარაძის თქმით, მერობის ისეთ კანდიდატს წამოაყენებენ, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების“ კანდიდატს. მან ისაუბრა კახა კალაძის შესახებაც.
„კალაძეს პიროვნულად არაფერს არ ვერჩი. არაჩვეულებრივი სპორტსმენია. ვიღაცებისგან განსხვავებით, არ მეშინია, ადამიანის ღირსებებზე ვისაუბრო. კარგი სპორტსმენია, კარგი ადამიანი, კარგი მეოჯახე და რაღაც-რაღაცები კარგად გააკეთა; თუმცა ბევრი რაღაც ის არ გააკეთა, რაც, ჩემი აზრით, გასაკეთებელი იყო.
პრობლემა რა არის, კახი კალაძე რომ კახი კალაძე იყოს მარტო, შეიძლება, მე თვითონ დამეჭირა მხარი, მაგრამ ის არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომლის პარტიამაც ეს ქვეყანა დაშალა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიამსტარდამთან მდებარე ფერმაში 3 ტონა კოკაინი და 11 მილიონი ევრო იპოვეს
შემდეგი სტატიარუსი ტურისტები ყალბი კოვიდპასპორტებით გადაადგილდებიან