ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული ეპიდვითარება სწავლის საკლასო ოთახებში განახლების საშუალებას იძლევა

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება შესაძლებელია, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება. პედაგოგებისთვის, მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციაა.

„თანდათან, ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ, დამშვიდებისკენ მიდის. ბევრ რაიონსა და რეგიონში უკვე სიტუაცია ისეთია, რომ სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყება შეიძლება. დიდი პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს. იმისთვის რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, თავად ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო და აცრილი“, – აცხადებს ამირა გამყრელიძე.

საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა
შემდეგი სტატიაბოკერია: რამდენიმე წუთის სავალზე აქედან დგას მტერი, რომელიც 200 წელია ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უქმნის საფრთხეს