ბოკერია: რამდენიმე წუთის სავალზე აქედან დგას მტერი, რომელიც 200 წელია ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უქმნის საფრთხეს

“რამდენიმე წუთის სავალზე აქედან დგას მტერი, რომელიც 200 წელია ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. ახლაც ეს ჯარი არ არის გაჩერებული, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ სიღრმეში შედის მათი ოკუპაცია”. – ამის შესახებ “” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე თქვა.

მისი თქმით, თავისუფალი საყარო და დასავლეთი საქართველოს მხარს უჭერს, თუმცა, ხალხმა 2 ოქტომბრის არჩევნებზე თავად უნდა იმოქმედოს.

“მტრის ჯართან ერთად ყველაზე საშიში არის, როდესაც ქვეყანას საფუძველს უთხრიან და ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში, ის ქადაგებს, რომ უზნეობა არის ნორმალური ამბავი, ტყუილი მოსულა ყოველდღე, ყველა უნდა იყოს გასვრილი, კარგი არავინ არაა, ყველა ერთმანეთზე უარესია, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება არის სიბინძურის ადგილი. შეხედეთ მათი ორი ბანაკის დაპირისპირებას, პირდაპირ გვეუბნებიან რომ ერთმანეთზე საუბრისას წარსული გვატყუებდნენ, ეს არის ის რის დანერგვასაც პუტინის რუსეთის მსგავსი რეჟიმები ცდილობენ, რათა მორალურად გაგვტეხონ, თუმცა მე მინდა გავიხსენო ილიას სიტყვები “ვისაც პატრიოტობა და ლიბერალობა სირცხვილად არ მიგაჩნიათ, დადექით საქართველოს მომავლის სადარაჯოზე” ასევე ილიას სიტყვებია – “სასოწარკვეთა ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან ადამიანს მცონარეს ხდის და თუ ჩვენ თავად არ გავინძერით სხვისგან ნუ ველით ნურაფერს”. თავისუფალი სამყარო და დასავლეთი მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ და ახლა 2 ოქტომბერს ამ მოქმედების შანსი გვაქვს”. – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული ეპიდვითარება სწავლის საკლასო ოთახებში განახლების საშუალებას იძლევა
შემდეგი სტატიამოზრდილი მოსახლეობის 27.0 % ვაქცინირებულია