ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მომხრე არ არის
მნიშვნელოვანი
- შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მომხრე არ არის
სხვა სტატიები
- მარინა ეზუგბაია : თითქმის კვირაზე მეტია, ვირუსის შემთხვევების მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს, თუ ასე გაგრძელდება, შემდეგ შესაძლოა, ითქვას, რომ პიკი გადალახულია
- კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა
- ფოთის ჰოსპიტლის ბოქსირებულ პალატაში დღეს მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მომხრე არ არის.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა და აღნიშნული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები დღეს წარედგინა საბჭოს. ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში. საქართველოსთვის 2000-3000 შემთხვევა ყოველდღიურად, ძალიან ბევრია, ეს იწვევს ჯანდაცვის სექტორზე ძალიან დიდ ზეწოლას. სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე სიკვდილიანობა, გვქონდა 50 სიკვდილის შემთხვევაც. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა ამ ეტაპზე არის 1 104 და აქედან 417 გახლავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გახლავთ სამედიცინო სექტორზე. ამიტომ, ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას, რომ იყოს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები“, – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.