ვფიქრობ, მოლაპარაკებები მომავალ კვირაში შედგება

ვფიქრობ, მოლაპარაკებები მომავალ კვირაში შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი შეთანხმების ტექსტით დასრულდება.

„ზუსტ თარიღს დღეს ვერ გეტყვით, როგორც იცით, ამას ელჩები აორგანიზებენ. შესაბამისად, მათი პრეროგატივაა, როდის ჩანიშნავენ ამ შეხვედრას. თუმცა, ვფიქრობ, რომ შეთანხმების სივრცე არსებობს. ძალიან ბევრმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ ისინი ემიჯნებიან ე.წ.რევოლუციურ და ძალადობრივ სცენარს, რაც ძალიან კარგია. დარჩა რეალურად ორი დესტრუქციული პარტია, რომელიც ამ ძალადობრივ სცენარს აანონსებს. აქედან გამომდინარე, იმ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან, რომელსაც ქვეყანაში სურთ მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება, იმათთან შეთანხმების სივრცე, რა თქმა უნდა, არის. იმედი მაქვს, რომ ეს საბოლოო რაუნდიც შეჯერებული, შეთანხმების ტექსტით დასრულდება“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშივინ გახდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მელია თუ ვარშალომიძე
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მომხრე არ არის