კანონპროექტი თუ დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის – სტანო

ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია, რას ვფიქრობთ ამ კანონპროექტზე, რომელიც არის ძალიან საშიში საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის არ წაიწევს წინ, თუმცა ასევე ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოლოდინები საკმაოდ მკაფიოდ გაახმოვანეს.

„დისკუსია გრძელდება, კანონპროექტის განხილვა მესამე ეტაპზეა. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოლოდინები საკმაოდ მკაფიოდ გაახმოვანეს. თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. თუმცა, კონკრეტულ შედეგებს განვიხილავთ, როდესაც იქნება საბოლოო შედეგი და წევრი სახელმწიფოები ერთმანეთში განიხილავენ, თუ როგორი იქნება ევროპული რეაგირება“, – განაცხადა სტანომ.

banner
წინა სტატიაშისხდომაზე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ ისევ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა
შემდეგი სტატიააქცია უნდა მართონ პოლიტიკოსებმა – იაგო ხვიჩია