პრეზიდენტი გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა.

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს.

“დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია.

დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას.

პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს”- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ – სუბარი
შემდეგი სტატიასხდომაზე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ ისევ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა