ამირან გამყრელიძე – პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან

ძალიან გთხოვთ ყველას, პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო შეკრებები, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერებასთან, თუ იქნება სამწუხარო თავშეყრები. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რადგან ეს არის ძალიან მომატებული რისკი, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ერთი ოჯახიდან 5 წევრის დაინფიცირება, სწორედ მსგავსი სახის შეკრებას უკავშირდება.

„ჩვენ ერთი ოჯახური შემთხვევა გვაქვს ცაგერში, სწორედ ასეთი დიდი სარიტუალო სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან და ოჯახის 5 წევრი არის დაინფიცირებული. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ამ პერიოდში რა თქმა უნდა აღვნიშნოთ ასეთი რიტუალები, მაგრამ ის უნდა იყოს მოკრძალებული და ოჯახური დღესასწაული ან ოჯახური მწუხრი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – აუცილებელია ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და სანიტარული წესრიგის დაცვა
შემდეგი სტატიაბათუმში შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა