ამერიკული სპესსამსახურები თვლიან, რომ ჟურნალისტის მკვლელობა საუდის მემკვიდრე პრინცმა შეუკვეთა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიურო თვლის, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დამკვეთი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდია – 16 ნოემბერს ამერიკულმა Washington Post-მა დაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, სპეცსამსახური დასკვნამდე რამდენიმე წყაროს მიერ მიწოდებული მონაცემების ანალიზის შემდეგ მივიდა – “დოიჩე ველე” წერს.
კერძოდ, სპეცსამსახურებმა ყურადღება მიაქციეს სატელეფონო საუბარს, სადაც პრინცის ძმა ხალიდ ბენ სალმანი ხაშოგს არწმუნებს, რომ ის დოკუმენტების ასაღებად სტამბოლში საუდის არაბეთის საელჩოში უნდა მივიდეს, რადგანაც იქ მეტად უსაფრთხოა. ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მონაცემებით, პრინცის ძმამ, რომელიც აშშ-ში საუდის არაბეთის საელჩოში ელჩის თანამდებობაზეა, სალმანს ძმის მითითებით დაურეკა. ამავე დროს უცნობია, იცოდა თუ არა მან დაგეგმილი თავდასხმის შესახებ.
ადრე კიდევ რამდენიმე ფაქტი გამოჩნდა, რომელიც მუჰამედ სალმანამდე მიდის. ხაშოგის ერთ-ერთმა მკვლელმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავის უფროსს ტელეფონში უთხრა, რომ მას შეუძლია “თავის უფროსს” გადასცეს შედეგების შესახებ – The New York Times -მა დაწერა. სავარაუდოდ, “უფროსის” ქვეშ მემკვიდრე პრინცი იგულისხმება, იმის მიუხედავად, რომ მის სახელს არ ახსენებენ. “ამ სატელეფონო ზარზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების არსებობა უბრალოდ, შეუძლებელია” – The New York Times- სს სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ბრიუს რიდლიმ განუცხადა.

59 წლის ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. მისი ცხედარი დღემდე ნაპოვნი არ არის.

banner
წინა სტატიაშიდევიდ ჰოკნი, ცოცხალთა შორის, ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი გახდა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში ქალები აბაის ტარებას აპროტესტებენ