საუდის არაბეთში ქალები აბაის ტარებას აპროტესტებენ

საუდის არაბეთში ქალები ტრადიციული ტანსაცმლის იძულებით ტარებას აპროტესტებენ. მიმდინარე კვირას სოციალურ ქსელში ათობით ქალმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც შავი კაბა აბაი უკუღმა აცვიათ – 17 ნოემბერს სააგენტო AFP წერს. აქტივისტ ნორა აბდულკარიმის თქმით, აქცია ჰეშთეგით “აბაი უკუღმა” საზოგადოებრივი ზეწოლის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ქალს აიიძულებს გრძელი, შავი ფერის ტანსაცლემლი ჩაიცვას.

2017 წლის სექტემბერში მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდმა, რომელიც აბსოლუტური მონარქია, ქვეყნის მოდერნიზაციის შესახებ განაცხადა. კერძოდ, მიმდინარე წელს საუდელ ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცეს. იანვრიდან ქალებს უფლება ექნებათ საფეხბურთო მატჩებს დაესწრონ, მომავალში კი, ქალებს უფლება ექნებათ, ქმრის თანხმობის გარეშე საკუთარი ფირმა დააარსონ.
ტრადიციის მიხედვით, საუდის არაბეთის ქალები გრძელ კაბა აბაის და ნიკაბს ატარებენ.

banner
წინა სტატიაშიამერიკული სპესსამსახურები თვლიან, რომ ჟურნალისტის მკვლელობა საუდის მემკვიდრე პრინცმა შეუკვეთა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს“