დევიდ ჰოკნი, ცოცხალთა შორის, ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი გახდა

81 წლის ბრიტანელი მხატვრის დევიდ ჰოკნის ნამუშევარი “მხატვრის პორტრეტი (აუზი ორი ფიგურით)” Christie’s-ს აუქციონზე 90,3 მილიონ დილარად გაიყიდა – ამდაგვარად, ჰოკნი თანამედროვე ცოცხალ მხატვრებს შორის, ყველაზე ძვირადღირებული ხელოვანი გახდა. სააუქციონო სახლმა ნახატი 80 მილიონ დოლარად შეაფასა. ეს ჰოკნის წინა რეკორდზე თითქმის სამჯერ მეტია – მიმდინარე წლის მაისში მხატვრის ნამუშევარი “წყნარი ოკეანის სანაპიროსა და სანტა მონიკას გზა” (1990 წ.) Sotheby’s აუქციონზე 28,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ადრე ცოცხალთა შორის ყველაზე ძვირადღირებული მხატვრის ტიტული 63 წლის ამერიკელ ჯეფ კუნსს ეკუთვნოდა. მისი “ძაღლი საჰაერო ბუშტებისგან” , რომელიც მეტალისგან არის დამზადებული, 2013 წელს Christie’s აუქციონზე 58 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Christie’s ომისშემდგომი და თანამედროვე ხელოვნების დეპარტამენტის თანათავმჯდომარე ალექს როტერი ამბობს, რომ “აუზი ორი ფიგურით” თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი შედევრია.

banner
წინა სტატიაშიTimes: ინტერპოლის ხელმძღვანელად, შესაძლოა, რუსი გენერალ-მაიორი დანიშნონ
შემდეგი სტატიაამერიკული სპესსამსახურები თვლიან, რომ ჟურნალისტის მკვლელობა საუდის მემკვიდრე პრინცმა შეუკვეთა