ალექსეი ნავალნის თანაგუნდელების განცხადებით, პოლიტიკოსმა, დაპატიმრების შემდეგ, 15 კილოგრამი დაიკლო

ალექსეი ნავალნის თანაშემწეების განცხადებით, ციხის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შიმშილობა დაიწყო, საკვების მიღებას აიძულებს. მათი ინფორმაციით, ნავალნი ამჟამად 77 კილოგრამს იწონის, რაც 15 კილოგრამით ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც ის ციხეში სასჯელის მოხდის დაწყებისას იწონიდა.

„ადმინისტრაცია ყოველ დღე იმუქრება, რომ მას ძალით აჭმევენ,“- აცხადებენ პოლიტიკოსის თანაგუნდელები.

მათივე თქმით, ნავალნი, რომელიც გასულ კვირას რესპირატორული სიმპტომებით ციხის სამკურნალო განყოფილებაში გადაიყვანეს, კვლავ საკანში დააბრუნეს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – პარლამენტში შესვლა ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს
შემდეგი სტატიატაივანის თავდაცვის სამინისტრო – ჩვენს საჰაერო სივრცეში ჩინეთის რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავები შემოიჭრნენ