ხოშტარია – პარლამენტში შესვლა ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ “უბრალოდ პარლამენტში შესვლა ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს”.

სინამდვილეში ყველა კრიზისი, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, იქნება ეს ნამოხვანი, პანდემიის მართვა, ვაქცინაცია, მეწყერი თუ სხვა დიდწილად არის ნდობის დეფიციტის შედეგი. სწორედ ამას ქვია ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელიც სერიოზული გადატვირთვის გარეშე ვერ მოგვარდება. ოპოზიციის პოზიცია, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ნდობის დეფიციტი, მხოლოდ აისბერგის თავია. გადატვირთვა უბრალოდ პარლამენტში შესვლა ვერ იქნება, ეს ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს.
ანუ ყველა ერთს ვჩივით, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ეს ჩვენი, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის და ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგიც.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო
შემდეგი სტატიაალექსეი ნავალნის თანაგუნდელების განცხადებით, პოლიტიკოსმა, დაპატიმრების შემდეგ, 15 კილოგრამი დაიკლო