ტაივანის თავდაცვის სამინისტრო – ჩვენს საჰაერო სივრცეში ჩინეთის რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავები შემოიჭრნენ

ტაივანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ საჰაერო სივრცეში ჩინეთის სამხედრო საფრენი აპარატების „რეკორდული რაოდენობა“ შეიჭრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 თვითმფრინავი, მათ შორის გამანადგურებლები და ბომბდამშენები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, ტაივანის ე.წ. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში დღეს შევიდნენ.

გუშინ, ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ტაივანის მიმართ ჩინეთის „მზარდი აგრესიული ქმედებებით”.

ცნობისათვის, პეკინი ტაივანს განიხილავს, როგორც თვითგამოცხადებულ პროვინციას. ტაივანი კი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნის თანაგუნდელების განცხადებით, პოლიტიკოსმა, დაპატიმრების შემდეგ, 15 კილოგრამი დაიკლო
შემდეგი სტატიავლადიმერ ზელენსკი – უკრაინა რუსეთის შემოჭრისთვის მზადაა