ალექსანდრე მოწერელია სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსადრე მოწერელია სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს შეხვდა. პედაგოგებმა გუბერნატორს სკოლებისა და ბაღების საჭიროებები და პრობლემები გააცნეს.

სკოლის პედაგოგებმა სასწავლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის, სააქტო დარბაზებისა და ფეხბურთის სტადიონების მოწესრიგების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, აღინიშნა სტიქიით დაზიანებული სკოლის მიმდებარე გზებისა და ხიდების პრობლემაც. პედაგოგებმა, ღვაწლმოსილ მასწავლებელთა შრომის დაფასების მიზნით, მასწავლებლის პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მთავრობის ჩართულობა ითხოვეს.

საუბარი შეეხო ასევე, ბაღების შენობების, სველი წერტილების მოწესრიგების და აღსაზრდელთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის საჭიროებებს.

„რესურსცენტრმა უკვე მომაწოდა სკოლებში არსებული პრობლემების ნუსხა. თქვენგან მიღებულ ყველა ინფორმაციას ადგილზე შევისწავლი, ხოლო მათი გადაჭრის გზებს თქვენთან ხშირი კომუნიკაციითა და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით მოვძებნით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და მოსწავლეებს განვითარებისათვის ყველა გარემო პირობა უნდა შევუქმნათ, როგორც ეს წამყვან ქვეყნებში ხდება. მათი მისწრაფებები და უნარებიც ადრეულ ასაკში უნდა აღმოვაჩინოთ, რომ შემდეგ მათ განვითარებაში დავეხმაროთ, რათა მომავალში თავიანთ საქმიანობაში ლიდერებად მოევლინონ ქვეყანას,“ – განაცხადა შეხვედრაზე ალექსადრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ხორცპროდუქტების მაღაზია “ბიუ-ბიუ” მეორედ დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაგიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს