თბილისში ხორცპროდუქტების მაღაზია “ბიუ-ბიუ” მეორედ დააყაჩაღეს

თბილისში ხორცპროდუქტების მაღაზია “ბიუ-ბიუ” დააყაჩაღეს. ნიღბიანი პირი დღის ბოლოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით გამყიდველს ნავაჭრი თანხა წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

რა თანხის წაღება შეძლო თავდამსხმელმა, ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია- სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას,საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო