ალექსანდრე მოწერელია: რეგიონში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს – მადლობა ექიმებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, კორონავირუსისგან რეგიონში პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტზე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს და მოსახლეობას მიღწეულ შედეგს ულოცავს.

,,გილოცავთ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს! მადლობა ექიმებს“ – წერს გუბერნატორი.

რეგიონში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი, 67 წლის მამაკაცია, რომელიც საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, სწორედ ის იყო პირველი მოქალაქე ვისაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა. მან მკურნალობის კურსი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიარა.

დღესვე, ლუგარის ცენტრიდან, ასევე უარყოფითი პასუხი მოვიდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მყოფი აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქის ანალიზებზე, კორონავირუსზე ასევე უარყოფითი პასუხები დაფიქსირდა ფოთის საავადმყოფოში აღებული ხუთი მოქლაქის ბიოლოგიურ მასალაზე.

რეგიონში ამჟამად კორონავირუსი ერთ მოქალაქეს უფიქსირდება, შუახნის ქალბატონი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა, მკურნალობის კურსს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკმაყოფილებელია და მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

ამ დროითვის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 71 პირია მოთავსებული. რეგიონში კი თვითიზოლაციაში 114 პირი იმყოფება, თვითიზოლაცია უკვე დაასრულა 697 მოქალაქემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი- ამ ვითარებაში 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვება გაუგებარი მიზეზით, მიუღებელია
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე: დაახლოებით 70 ეკლესიაში გახმოვანების სისტემები დავამონტაჟეთ, რომ მრევლმა წირვას ეზოებში მოუსმინოს